ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა უნიკალური საჩუქარი გაუკეთა ქუთაისს - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

ქუთაისს რაიმე კი არ წავართვით, ქუთაისს ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა უნიკალური საჩუქარი გაუკეთა - მეგაპროექტი ქუთაისის უნივერსიტეტის სახით, - ამბობს პრემიერი ღარიბაშვილი ქუთაისიდან, პარლამენტის გადატანასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

ღარიბაშვილმა აქაც წინა ხელისუფლებაზე და მიხეილ სააკაშვილზე გადაიტანა აქცენტი და თქვა, რომ გაჭირვებულ ქვეყანაში ის "500 მილიონიან სასახლეში" ცხოვრობდა, "ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა" კი  მილიარდი ევროს პროექტი განახორციელა:

„კითხვა რაში მდგომარეობს, რატომ წავიღეთ? არ შეიძლება ასეთი საუბარი, ქუთაისს წაართვეს მომავალი, ქუთაისში სხვა უამრავი რაღაც კეთდება. ქუთაისს რაიმე კი არ წავართვით, ქუთაისს ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა უნიკალური საჩუქარი გაუკეთა - მეგაპროექტი ქუთაისის უნივერსიტეტის სახით. დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. პროექტი, რომელიც, მილიარდი ევრო ჯდება. რის წართმევაზე მელაპარაკებით, თქვენ ილაპარაკეთ იმაზე, რომ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ათასობით ადამიანს ართმევდა ბიზნესს, სახლებს და უნადგურებდა ოჯახებს. რაზეა საუბარი საერთოდ, რომელ მთავრობის სახლზე მესაუბრებით, მთავრობის სახლი არსებობს თბილისში. ეს ყველაფერი თქვენ ხომ კარგად იცით, იმიტომ გააკეთა, რომ აქციებისგან იყო დაღლილი სააკაშვილი, თქვენი ბელადი და ცხოვრობდა მშვიდად თავისთვის 500-მილიონიან სასახლეში მაშინ, როცა ჩვენს მოსახლეობას ჯერ კიდევ აქვს ძალიან მძიმე გასაჭირი. ეს არის განსხვავება. მილიარდი კაცმა გადაიხადა 3 შენობაში, ქუთაისის პარლამენტი, სასახლე თბილისში და მთავრობის სახლი ქუთაისში და ჩვენ მილიარდი ევროს პროექტი განახორციელა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში და ამით შექმნა უნიკალური ევროპული ტიპის უნივერსიტეტი, პირველი ჭეშმარიტად ევროპული უნივერსიტეტი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი