შპს ემ გლობალი მეეზოვეების სამოსს ქმნის. 2 წლის წინ კახა კალაძემ ამ კომპანიას სრული ნდობა გამოუცხადა.
3 მილიონ ლარზე მეტი თბილისის მერიამ ემ გლობალს ფორმების შესაქმნელად უკვე ჩაურიცხა. კომპანია დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის გარდა, უნიფორმებს თითქმის ყველა უწყებას უკერავს, მათ შორის შსს-სა და ფინანსურ პოლიციას.
ყველა სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებას ემ გლობალის დირექტორი დაბალი ფასით ხსნის. კომპანიის ახალი დირექტორი ნიკოლოზ კვირიკაძეა.
2019 წლამდე ამ კომპანიას სათავეში გრიგოლ ძიძიგური, ანუკი არეშიძის უახლოესი გარემოცვის წევრი ედგა, თუმცა ორი წლის წინ ძიძიგურმა კომპანია ნიკოლოზ კვირიკაძეს მიჰყიდა და თავად ახალ კომპანიაში, ფაბრიკა კრაფტში გადავიდა.
2019 წლამდე, სანამ ძიძიგური ემ გლობალს გაყიდდა, სამი წლის განმავლობაში მეეზოვების ფორმებს თავადაც ქმნიდა. ახალ კომპანიაში გადასვლის შემდეგ ემ გლობალმა იგივე ხაზი კომპანიის ახალი დირექტორის პირობებშიც გააგრძელა.
ძიძიგური "შაბათის მთავართან" ამტკიცებს რომ ანუკი არეშიძესთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა და ახლაც აქვს, ხოლო ფაბრიკა კრაფტში გადასვლის შემდეგ სახელმწიფო უწყებებისთვის ფორმებს აღარ ქმნის.
ანუკი არეშიძემ გრიგოლ ძიძიგურს 2019 წელს, ფაბრიკაში კონკრეტული ინვენტარის შესაძენად, 100 000 ლარი ასესხა. თანხა კალაძემ თავის ბოლო დეკლარაციაშიც შეიტანა.
მოდის სახლი "მატერია" ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დავალებას ასრულებს.
ემ გლობალის ახლანდელი მმართველი ნიკოლოზ კვირიკაძე მერის ოჯახთან კავშირს უარყოფს და ამბობს რომ სამ მილიონიან ტენდერს საკუთარი დამსახურებით იგებს
ის რომ კახა კალაძის ოჯახი უნიფორმების, ამაზე თავად დასუფთავების სამსახურის უკვე ყოფილი თანამშრომელი ირაკლი ბაღდავაძის საუბრობდა. კახი კალაძე კი უარყოფს და ამტკიცებს რომ მის მეუღლეს, მეეზოვეების ფორმების შექმნასთან ან სახელმწიფო ტენდერებთან შეხება არასდროს არ ჰქონია.