ოლიგარქმა ივანიშვილმა ამჯერად მისი აბასთუმნის რეზიდენციის მიმდებარედ აღმართა ღობე და ჯერ კიდევ სახელმწიფო ბალანსზე მყოფი ტყე შეიერთა. შემდეგ სერგეი გლაზენაპის სახელობის კოშკს მიადგა, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი დაშალა და სხვაგან გადაიტანა.
მეცნიერ-მუშაკებს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც წლებია სპეციალურ რეზიდენციაში ცხოვრობენ, დაურეკეს და უთხრეს, რომ შეუძლიათ აბასთუმანში აღარ ჩავიდნენ.
დაახლოებით იგივე უთხრეს ჩვენს ჟურნალისტსაც, რომელიც ვითარებაში გასარკვევად ადგილზე ჩავიდა.
ავტორი: ბარბარე მაზმიშვილი