ვლადისლავ პოზდნიაკოვი-რუსული ულტრანაციონალისტური ორგანიზაციის ლიდერი საქართველოში

გამოქვეყნდა:

ვლადისლავ პოზდნიაკოვი - "მთავარის" ინფორმაციით, რუსეთში რადიკალური დაჯგუფების დამფუძნებელი და ფსბ-ს პირდაპირი აგენტი საქართველოში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა.

მისი ფოტოები ინსტაგრამ გვერდზე ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო მათ შორის ქართული სპეცსამსახურებისთვისაც, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ კრემლის აგენტის წინააღმდეგ. 

ვლადისლავ პოზდნიაკოვი რუსეთის ანალოგიური, ფაშისტური ორგანიზაციის დაჯგუფების ჩამოყალიბებას აპირებს. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. 

მხატვარი ალექსანდრე სოფიევი, რომელიც პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ გამართულ არაერთ აქციაში იღებდა მონაწილეობას, სწორედ პოზდნიაკოვის და მისი დაჯგუფების აგრესიას გამოექცა საქართველოში.ამბობს, რომ პოზდნიაკოვის დაჯგუფება აქტიურად თანამშრომლობს რუსეთის სპეცსამსახურებთან. 

პუტინის რუსეთის მიერ დევნილია რეჟისორი ანა კუზმინიხ. ის საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. ქვეყნიდან გაქცევის გადაწყვეტილება კი მას შემდეგ მიიღო, რაც მისი მონაცემები ულტრა რადიკალურ დაჯგუფება "მუჟსკოე გასუდარსტვას" გადასცეს და პოზდნიაკოვის დაჯგუფებამაც მისი ტერორი დაიწყო.

ეგონა რომ საქართველოში უსაფრთხოდ იქნებოდა, თუმცა ჩამოსვლის შემდეგ აღმოაჩინა რომ პირი რომელიც მას რუსეთში დევნიდა, ახლა საქართველოშია.

ფაშისტური ორგანიზაცია მუჟსკოე გასუდარსტვას და მისი დამფუძნებლის შესახებ ინფორმაცია მოიძია ასევე რუსეთიდან დევნილმა ეგორ კუროპტევმა და დაადგინა რომ პოზდნიაკოვი საქართველოში ორჯერ ჩამოვიდა. და მისი ვიზიტები საეჭვოდ დაემთხვა 5 ივლისის მოვლენებს.

5 ივლისის დარბევის ერთ ერთი ორგანიზატორი კონსტანტინე მორგოშია პოზდნიაკოვთან ყველანაირ კავშირს უარყოფს და ამტკიცებს რომ მისივე იდეოლოგიის მქონე რუსული ორგანიზაციის შესახებ არაფერი იცის და არც პოზდნიაკოვის საქართველოში ყოფნის შესახებ არაფერი გაუგია.

სამაგიეროდ ადასტურებს რომ უახლოეს მომავალში რუსეთში წასვლას და იქ პოლიტიკოსებთან მოლაპარაკებებს თავად აპირებს.

ვლადისლავ პოზდნიაკოვი საქართველოში რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა. მას შემდეგ რაც მის შესახებ ინფორმაცია მთავარი არხისთვის გახდა ცნობილი და ჩვენ მისი ძებნა დავიწყეთ პოზდნიაკოვმა საქართველო დატოვა და აზერბაიჯანში გადავიდა, თუმცა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მან გადაადგილება ვერ შეძლო, გუშინ საზღვარზევე დააკავეს და ამ წუთებშიც ბაქოს იზოლატორში იმყოფება. 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი