ამაყი პრემიერები და დაუსრულებელი გზები - მუდმივი წინასაარჩევნო დაპირება

გამოქვეყნდა:

ბოლო დღეებია ხელისუფლება არნახულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ალაპარაკდა და ამომრჩევლის გულის მოსაგებად გზას გზაზე აგებს. დიდი ხანია საგზაო სამუშაოები კორუფციული გარიგებების მთავარ კერად იქცა და მშენებელი კომპანიებიც საკუთარ ლოიალობას მმართველი პარტიისადმი ოფიციალურად გადარიცხული შემოწირულობებით თუ ქეშად მიტანილი შავი ფულით ადასტურებენ.

80 კილომეტრიანი თბილისი - ბაკურციხე - ლაგოდეხის გზის მშენებლობა ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, საერთაშორისო ტენდერი დაგვიანებით ორ ლოტად გამოცხადდა. მისი ღირებულება ჯამში 650 მილიონი ლარი იყო. წესით, ტენდერში მონაწილეობის მიღება მხოლოდ საერთაშორისო კომპანიებს უნდა შესძლებოდათ, მაგრამ ეს დროში იწელებოდა, "ოცნებას" კი არჩევნებში სასწრაფოდ რამე სიახლე სჭირდებოდა, ამიტომ სულ მალე 2 ლოტიანი ტენდერი 3 ლოტად გადაიქცა. აქედან ერთი - "ნული ლოტი" ადგილობრივი კომპანიებისთვის გამოცხადდა და ამისთვის 74 მილიონი ლარი გამოიყო.

საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ - დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის პროექტი ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო და მას ხელს ნიკა გილაური აწერს. გათვალისწინებული ვადებით, მშენებლობა 2017 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა 2012 წლის შემდეგ ამ ვადამ არაერთხელ გადაიწია. ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2016 წელს, მაშინაც წინასაარჩევნოდ დაგვპირდა, რომ პროექტი 4 წელში სრულად დასრულდებოდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ დაპირება ტყუილი იყო და "ქართულმა ოცნებამ" მხოლოდ ახლა, უკვე 2021 წლის არჩევნების წინ გადაწყვიტა, გზების მშენებლობა დაეწყო.

ახლა "ქართული ოცნება" ცდილობს სასწრაფოდ დაიწყოს იმ გზის მშენებლობა, რომელიც წესით უკვე დასრულებული უნდა იყოს.

ავტორი: ნინო გიგაური.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი