"ევროპული საქართველოს" წევრი იზოლაციიდან აუდიტის სამსახურის მოთხოვნით გამოიყვანეს და წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" წევრი იზოლაციიდან აუდიტის სამსახურის მოთხოვნით გამოიყვანეს და წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს. შემთხვევა თერჯოლის მუნიციპალიტეტში მოხდა.

თერჯოლის კულტურისა და ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელს, რუსუდან კოვზირიძეს,  რომელიც ამავდროულად პარტიის წევრი და მაჟორიტარობის კანდიდატია "კეთილისმსურველებმა" ჯერ "ურჩიეს" თანამშრომლობა შეეწყვიტა ოპოზიციურ პარტიასთან, მისგან უარის შემდეგ კი სადამსჯელო ღონისძიებების გატარება დაიწყეს. 

მომხდარის შესახებ დღეს ინფორმაცია გიგი წერეთელმა გაავრცელა.

ირკვევა, რომ კოვზირიძე კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო იზოლაციაში იყო, ამ დროს ახალგაზრდულ ცენტრში აუდიტს სამსახური შევიდა და დაჟინებით მოითხოვა პირადად მას გადაეცა საჭირო დოკუმენტაცია. იზოლაციის მეექვსე დღეს კოვზირიძე პსრ ტესტის უარყოფით პასუხის შემდეგ სამსახურში მივიდა, ამ დროს კი პოლიცია გამოჩნდა და 2 000 ლარით, იზოლაციის წესების დარღვევისთვის დააჯარიმა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი