ღარიბაშვილმა წინა ხელისუფლებას "უნიჭო დიქტატორები" უწოდა

გამოქვეყნდა:

ღარიბაშვილმა წინა ხელისუფლებას ამჯერად "უნიჭო დიქტატორები" და "ბრიყვები" უწოდა. ღარიბაშვილი სიტყვით ცაგერში გამოვიდა, სადაც "ოცნების" მერობის კანდიდატი, გიორგი ნემსაძე წარადგინა

„ხომ კარგად ვნახეთ და ყველა დარწმუნდა, არათუ ეს უნიჭო დიქტატორები, არამედ ქართველი ერის არსებობის საუკუნეების მანძილზე ვერც ერთმა ოკუპანტმა ვერ გატეხა ქართველი ხალხი, თავისუფლების მოყვარული და ღირსების მქონე ქართველი ხალხი. ამ ბრიყვებმა დაიჯერეს და სცადეს და მიიღეს საკადრისი პასუხი ჩვენი ღირსეული ქართველი ხალხისგან. ასეც გაგრძელდება. მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ქვეყანა და არ მივცემთ ხელმეორედ ამის გაკეთების უფლებას. შევინარჩუნებთ მშვიდობას, სტაბილურობას და კიდევ უფრო მაგარი ტემპებით გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას - ამ გეგმებით, ამ ამბიციური ხედვებით და კონკრეტული ამოცანებით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, "ნაცმოძრაობამ" ერთხელ უკვე დაანგრია ქვეყანა და მათ მეორედ ამის გაკეთების საშუალება არ მიეცემათ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი