"ციკლიდან ყველაფერი ნაცების ბრალია ..." - გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ფოთში, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერია, ვინ არიან ყვარელში "ოცნების" დეპუტატობის კანდიდატები და რა კავშირი აქვთ მათ "ნაციონალურ მოძრაობასთან".
"ციკლიდან ყველაფერი ნაცების ბრალია ...
ყვარლის "ოცნების" დეპუტატობის კანდიდატთა სია:
1. ოთარი ბუჯიაშვილი საკრებულის წევრი 2010-14 წლებში ნაციონალური მოძრაობიდან
2. დათო ვარადაშვილი სოფელ გავაზის რწმუნებული ნაციონალების დროს, 2013 წელს დააკავეს ქრთამის აღების ბრალდებით
3. ქეთევან ჭიპაშვილი მთავარი ნაცზონდერი ქალი, მოქმედი რესურს ცენტრის ხელმძღვანელი
4. ლალი თვალიაშვილი - გოჩა შავგულიძის მეუღლე. საკრებულოს წევრი ნაცმოძრაობიდან 2010-14 წლებში)
5. ლევან გელაძე - სატყეო სამმართველოს უფროსი 2013 წლამდე, მისი ძმა იყო საკრებულოს წევრი 2010-14 წლებში ნაციონალური მოძრაობიდან
6. გიორგი ამირხანოვი -ნაც მოძრაობის მუდმივი კოორდინატორი პროკურატურის მიერ სახელმწიფო თანხების მითვისების ბრალდებით აღძრული საქმე დახურეს, შედეგად ოცნების სიაში აღმოჩნდა
* ამ ინფორმაციის ავტორი ოცნების ყვარლის საკრებულოს აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე ქალბატონი ნინო ხუციშვილია" - წერს გიგი უგულავა.