"ახალგაზრდებმა ზუსტად უნდა იცოდნენ, ვისთან გვაქვს საქმე" | ენმ-ის საჯარო ლექცია საოკუპაციო ხაზთან

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში საოკუპაციო ხაზთან საჯარო ლექცია მიმდინარეობს. "ნაციონალური მოძრაობის" მცხეთის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ოძისში არსებულ ვითარებას ეცნობიან და ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებისგან იღებენ.

ადგილზე იმყოფება ასევე ენმ-ს მერობის კანდიდატი მცხეთაში ზაალ უდუმაშვილი, როგორც მან თქვა, ახლა  მთავარი ამოცანაა დროულად მოხდეს დევნილების დაბრუნება თავიანთ სახლებში. 

"როდესაც აქ ამოდიხარ, ძალიან რთულია შეიკავო ემოციები. ჩვენს უკან მდებარეობს რუსული სამხედრო ბაზა და ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია დღეს, რომ ახალგაზრდებმა, ჩვენმა მომავალმა თაობამ ზუსტად იცოდეს ვისთან გვაქვს საქმე. ვინაა ჩვენი მტერი. რა ხდება დღეს საოკუპაციო ხაზთან. რა ვითარებაა, მცხეთის მუნიციპალიტეტში ათასობით დევნილი ოჯახია ჩასახლებული. ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან თავიანთ სახლებში", - თქვა ზაალ უდუმაშვილმა. 

საოკუპაციო ხაზთან ახალგაზრდებს ლექცია ჩაუტარა ანტისაოკუპაციო მოძრობა "ძალა ერთობაშიას" ლიდერმა დათო ქაცარავამ.

ავტორი: ლევან ჯავახიშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი