"ლეიბორისტები" არჩევნებზე მწვანეთა პარტიის ფუნქციას შეითავსებენ - ამის შესახებ ლაშა ჩხარტიშვილმა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე გამართულ "თბილისის გამწვანების კონცეფციის" პრეზენტაციაზე განაცხადა.
"ლეიბორისტული პარტიის" საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, 7 პრიორიტეტული მწვანე დაპირებაც გააჟღერა, მათ შორისაა გამწვანების მაჩვენებლის გაორმაგება და თბილისის ყველა რაიონში სრულფასოვანი პარკის მოწყობაა.