ელიას დასახლებაში მცხოვრებლები გზის დაგებას, უკვე ათი წელია, უშედეგოდ ითხოვენ

გამოქვეყნდა:

თბილისში, ელიას დასახლებაში, ათ წელზე მეტია, მოსახლეობა გზის დაგებას უშედეგოდ ითხოვს. წინასაარჩევნო დაპირებების მიუხედავად, გზა ამ დრომდე არ შეკეთებულა. ადგილობრივების თქმით, გამგეობასა და თბილისის მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

ისნის ერთიანი ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი, ბესო დონაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ქალაქის მერიას მათი დახმარებისკენ მოუწოდა.

"ფიზიკურად სასწრაფო, სახანძრო, ვერაფერი მოვა, რადგან გზა არ არსებობს მოსასვლელი. სრული უყურადღებობაა. აი. ამ პატარა ჩიხში 80-მდე ადამიანი ცხოვრობს, რომლებსაც ყოველდღიურად უძნელდება გადაადგილება",- ამბობს ბესიკ დონაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი