რა ფორმატით ჩატარდება ოქტომბრის არჩევნები | სიახლეები საარჩევნო უბნებზე

გამოქვეყნდა:

2021 წლის 2 ოქტომბერი, წლის ყველაზე, ყველაზე მხურვალე დღე იქნება. ასეთ არასახარბიელო პროგნოზს აკეთებენ პოლიტიკოსები და დარწმუნებულები არიან, რომ პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა ანალოგიური პერიოდის შარშანდელ მონაცემებს ძალიან ბევრი გრადუსით გადააჭარბებს.

არჩევნები ახალი საარჩევნო კოდექსით უნდა ჩატარდეს:

კანონპროექტში შეტანილი ცვლილებების თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება საკმაოდ სოლიდური უნდა ყოფილიყო.

დაგეგმილი ტექნოლოგიური სიახლეებიდან, ცესკო ამ არჩევნებზე, სრულად მხოლოდ ერთის დანერგვას ასწრებს. "ქართული ოცნების" მიერ ნათხოვარი კამერებით, ისინი საარჩევნო უბანზე, ხმის დათვლის პროცესის ვიდეო ფიქსაციას მოახდენენ.

კამერები საარჩევნო უბნების 92%-ს დაფარავს და ისინი განთავსდებიან ყველგან, სადაც 300-ზე მეტი ამომრჩეველია დაფიქსირებული. რეგლამენტის თანახმად გადაღებაზე პასუხისმგებელი საუბნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის ერთი ოპოზიციონერი წარმომადგენელი იქნება.

კამერა ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისთანავე ჩაირთვება და მხოლოდ მას შემდეგ გაითიშება, რაც ბიულეტენების გადათვლა საბოლოოდ დასრულდება და შემაჯამებელ ოქმს ხელს კომისიის ყველა წევრი მოაწერს. 

კიდევ ერთი ტექნოლოგიური სიახლე, რომელიც ამ არჩევნებზე დაინერგება ჯერჯერობით მხოლოდ კრწანისის ოლქში მცხოვრებ ამომრჩევლებს შეეხებათ. ოცდაათივე უბანზე მისულ კრწანისელებს საარჩევნო ურნის ნაცვლად ელექტრონული ხმის მთვლელი მანქანა და განსხვავებული ბიულეტენი დახვდებათ. 

გიორგი გვიშიანის რეპორტაჟი - "როგორ გაკონტროლდება არჩევნები"

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი