მელია, კალაძე, გახარია | როგორ წარიმართება არჩევნები ახალ პოლიტიკურ რეალობაში

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" მთელი კვირის განმავლობაში გვარწმუნებს, რომ ის 75 მილიონ ევროზე უარს ამბობს. იმ დროს, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლობა და ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ საქართველომ ამ მიკროფინანსური დახმარების პირობა ვერ შეასრულა. 

ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში თანხა 30 სექტემბერს ჩაირიცხებოდა. საქართველო მეორეა პლახატნიუკის დროინდელი მოლდოვის შემდეგ, ვისაც ევროპამ, დემოკრატიული რეფორმების ჩაგდების გამო, დახმარება შეუჩერა. საქართველოს ხელისუფლების ამ პოლიტიკური ტყუილის მიღმა ქვეყნის საგარეო კურსის აშკარა ცვლილება ჩანს, რომელიც სერგეი ლავროვს, რა თქმა უნდა, არ გამოპარვია.

როგორ წარიმართება ამ რეალობაში არჩევნები?

გახარიას ფაქტორი "ქართული ოცნების" მდგომარეობას ამძიმებს, გაყალბება ახლა კიდევ უფრო გართულდება. თავისი კანდიდატურის დასახელებით, მან პარტიის პოზიციებიც გააძლიერა და ფრონტის წინა ხაზზეც გავიდა. მას რომ თავისი კანდიდატურა არ დაეყენებინა, პარტიის შესაძლებლობები საკმაოდ შესუსტებული იქნებოდა. ასე რომ, შეიძლება ითქვას ლოგიკური ნაბიჯი გადადგა.

ექსპერტები ამბობენ, რომ მეორე ტური, გახარიას გარეშეც იქნებოდა. ნიკა მელია ძლიერი კანდიდატია, სერიოზული მხარდაჭერით. ის მეორე ტურში ნარმანიასთან ჯერ კიდევ მაშინ გადავიდა როდესაც ნაციონალური მოძრაობა ახალი დამარცხებული  და არაპოპულარული იყო. გაიმარჯვა გლდანში. ახლა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები შემოიკრიბა, ასე რომ მეორე ტურის რეალობა გახარიას ნამდვილად არ შეუქმნია.

როგორ გაიყოფენ გახარია და კალაძე ელექტორატს? ფაქტია, რომ ყოფილი პრემიერმინისტრისთვის მელია, თავისი ამომრჩევლით სამიზნეს არ წარმოადგენს. ის კალაძის დასუსტებაზე იმუშავებს. თბილისის ამჟამინდელი მერის აქტივები კი სპეცსამსახურები, ადმინისტრაციული და პროპაგანდისტური რესურსია, რომელიც უკვე ამუშავდა. იმ დღიდან, რაც გიორგი გახარია მერობის კანდიდატად დასახელდა, ქართული ოცნება აქტიურ შეტევაზე გადავიდა. 

ანა ასათიანის რეპორტაჟი: "ახალი პოლიტიკური რეალობა" 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი