საქართველოში ამერიკელი კონგრესმენები ჩამოვიდნენ

გამოქვეყნდა:

საქართველოში ამერიკელი კონგრესმენები ჩამოვიდნენ. მათი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაჯდა.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან კონგრესმენები: ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი) და სხვ.

ცნობილია, რომ კონგრესმენები ხვალ პრემიერ ღარიბაშვილს შეხვდებიან. გაიმართება სხვა ოფიციალური შეხვედრებიც, მათ შორის დეპუტატებთან. 

ვიზიტი აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის მიერაა ორგანიზებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი