ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით 15 წლის მოზარდი გადაიცვალა. 

ფაქტს "მთავარი არხის" ვებგვერდს კლინიკაში უდასტურებენ. დირექტორის, დავით რეხვიაშვილის განცხადებით, კლინიკური სიკვდილი გუშინ ღამით დაფიქსირდა.

მისივე ინფორმაციით, მოზარდი ციციშვილის კლინიკაში პირველი სექტემბრიდან მკურნალობდა, მისი მდგომარეობა შესვლისთანავე მძიმედ შეფასდა და პირდაპირ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. 

პაციენტს დატვირთული ანამნეზი და თანმხლები პრობლემები ჰქონდა. 

ამჟმად ციციშვილის კლინიკის რეანიმაციაში 21 პაციანტია მოთავსებულია, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 1 120 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 61 ადამიანი. დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 4 905 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე საქართველში 16 წლამდე მოზარდების აცრა დაშვებული არაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი