"სუფთა ვარ ყველანაირად" - კალაძემ ნარკოტესტი ჩააბარა

გამოქვეყნდა:

თბილისი მერმა, კახა კალაძემ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ნარკოტესტი ჩააბარა. კალაძემ ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მის ოპონენტებსაც მოუწოდა და თქვა, რომ მისი შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის.

"ანალიზები ჩავიტარე და სუფთა ვარ ყველანაირად. შესაბამისად, სუფთა არჩევნები და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია იქნება მნიშვნელოვანი ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის. ასევე, მოვუწოდებ ყველა ჩემს ოპონენტს, გააკეთოს ანალოგიური და საზოგადოებას წარუდგინოს შედეგები. მინდა მივმართო ასევე სამხარაულის ეროვნულ ბიუროს, რომ მათ აქვთ უფლება, ეს შედეგები გაასაჯაროონ და ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის", - თქვა კახა კალაძემ.

🇬🇪 🇪🇺 მთავარი არხის საგანგებო ეთერი რუსთაველის გამზირიდან | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი