საპარლამენტო განხილვების დაწყებამდე ოპოზიცია და მმართველი გუნდი პარლამენტში სამუშაო შეხვედრას მართავს.შეხვედრის მთავარი თემა კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილი ცვლილებებია, რომლის პირველი მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გატანა დღეს იგეგმება, ხოლო ხვალ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის 2%-მდედაწევას ითვალისწინებს და მანდატების განაწილების პროპორციულ წესს ადგენს. ასევე, ცვლილებების მიხედვით, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად წევრთა რაოდენობა 7-დან 4-მდე მცირდება. ამავე პროექტის თანახმად, შემდეგი გენერალური პროკურორები კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევიან, ხოლო თუ ამ წესით არჩევა ვერ მოხდა, არჩევა შესაძლებელი იქნება 76 დეპუტატის მხარდაჭერით.