მუამარ კადაფის შვილი საადი კადაფი ციხიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება ლიბიის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც სასამართლომ მის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები - მკვლელობა, თაღლითობა და მუქარა, "არასაკმარისი მტკიცებულებების გამო" დაუშვებლად ცნო.
ციხის დატოვების შემდეგ, საადი კადაფი სტამბულში გაემგზავრა. წინასწარი ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლებას ის პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით მიმართვას.
საადი კადაფმა 2011 წელს ლიიბიდან გაქცევის შემდეგ თავი ნიგერს შეაფარა, თუმცა 2014 წელს დააკავეს და ლიბიას გადასცეს.
შეგახსნებთ, საადი კადაფის მამა, მუამარ კადაფი ლიბიას 42 წელის განმავლობაში, 1969 წლიდან 2011 წლამდე მართავდა.
2011 წელს კი არაბული გაზაფხულის სახელით ცნობილი საერთო სახალხო მღელვარება ლიბიის სამოქალაქო ომში გადაიზარდა. 7 თვიანი დაპირისპირება კი მუამარ კადაფის მკვლელობით და მისი რეჟიმის დამხობით დასრულდა.