ინგუშეთში რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა "ისლამური სახელმწიფოს" 4 წევრი დააკავეს. სპეცოპერაცია რამდენიმე კვირის განმავლობაში იგეგმებოდა. რუსული სამთავრობო გამოცემა ტასის ინფორმაციით, დაკავებულები ერთდროულად რამდენიმე ტერაქტის, ასევე სამართალდამცველებზე თავდასხმების გეგმას ამუშავებდნენ.
ასევე ცნობილია რომ დაკავებულები მითითებებს ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წევრებისგან იღებდნენ.
პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად ცეცხლსასროლი და ცივი იარაღები, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები და მობილური ტელეფონი ამოიღო. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.