
შალვა თადუმაძე რომ იხილავს, ეს პასუხია იმაზე, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია საუბრობს და პოლიტიკურ სასამართლო პროცესებს ეხმაურება.
ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბატონი ავთო წერეთლის ამბავი და ცხადია, რომ შვილს როცა ებრძვი და მის მედიას 70 წლის მამით, ეს არის კატასტროფა. ყველანაირ მორალურ ზღვარს გადასვლაა მოგონილი საქმით. ეს არის ბრძოლა TV პირველთან.
კეზერაშვილის საქმე ახლა არ ვიცი, უკვე კომიკურია, თუმცა, არ შეიძლება ეგეთი რაღაცების კომიზმამდე დაყვანა იმიტომ რომ ორი გამამართლებელი განაჩენის მერე, 4 წლის თავზე, ადამიანზე იწყებენ განხილვას უზენაეს სასამართლოში. გაგიგიათ, 4-წლიანი პაუზა და განხილვა? ჩვეულებრივად დაასაწყობეს საქმე და როცა დასჭირდათ, ამოიღეს. ნუ, შალვა თადუმაძე რომ იხილავს, ეს პასუხია იმაზე, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ჩემი პროცესები გრძელდება, ახლა 8-ში მაქვს ისევ და ამას უკვე მიჩვეული ვარ, - ამბობს ნიკა გვარამია.
იხილეთ ასევე: