ე.წ. ფულის გათეთრების საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში "ლელოს" ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა, ბადრი ჯაფარიძის, ასევე "ტელეკომპანია პირველის" დამფუძნებლის, ავთანდილ წერეთლის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

სასამართლო სხდომაზე ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევა და პროკურატურის ერთი მოწმის, აუდიტის თანამშრომლის გამოკითხვა იგეგმება.

პარტია "ლელოს" ლიდერები ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ საქმე პოლიტიზირებულია და საქმის განხილვა წინასაარჩევნო პროცესს უკავშირდება.

"ტვ პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი კი მამის, ავთანდილ წერეთლის მიმართ საქმის აღძვრას და დაუსრულებელ სასამართლო პროცესებს, კრიტიკულ მედიაზე ზეწოლას უკავშირებს.

"ფულის გათეთრების" მუხლით გამოძიება მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი