პირადად მე ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

პირადად მე ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საგანგებო ვიდეომიმართვაში საუბრობს. ის საზღვარგარეთ მყოფ, საქართველოს სხვა მოქალაქეებსაც მოუწოდებს, აიღონ შვებულებები და საქართველოში დაბრუნდნენ:

ვისაც გაქვთ ამის საშუალება, არჩევნების დღეებში აიღეთ შვებულება, გადადეთ ამისთვის თქვენი დრო, საშუალებები და ვისაც როგორც შეგიძლიათ ჩასვლა, ხმელეთით, ჰაერით - წავიდეთ ყველა ერთად საქართველოში. თქვენ იცით, რომ ჩემ წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაცარ ცნობს მსოფლიოში არცერთი ქვეყანა. დავდვარ ყელგან მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, მიღებენ ყველგან და არსად არასოდეს არავის კითხვები არ უჩნდება იმ ე.წ. სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით რომლებიც ჩემზე არის აღძრული საქართველოში. ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ეს საქმეები არის გაყალბებული და აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული.  მაგრამ მე არც მათი დაპატიმრების არ მეშინია, დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი გაითავისუფლებს საკუთარ თავსაც და გამათავისუფლებს მეც. მე არ მეშინია ჩემი ბედი გადავცე ქართველი ხალხის ხელში... არანაირი რევანში არ იქნება იმიტომ რომ უნდა დავასრულოთ ერთსა და იმავე წრეზე ამ რევანშის და უბედურების სიარული, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი