
წალკის მუნიცეპალიტეტთან გაფორმებული კონტრაქტების ვრცელი ნუსხა მაღალბიუჯეტიანი პროექტების განსახორციელებლად. საკრებულოს დეპუტატმა "ქართული ოცნებიდან" სახელმწიფო ტენდერებში საკუთარი მონაწილეობის დასაფარად კომპანია, რომელიც მერის კეთილგანწყობით სარგებლობს, მეგობარს გადაუფორმა.
კომპანია, რომელსაც ახლა ასევე "ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენი კურირებს, მალევე გახდა შესყიდვების უპირობო ლიდერი და მოკლე დროში 10-ზე მეტი კონტრაქტის ხელმომწერი გახდა.
ახლა არწივანი ასრულებს ყველა სამუშაოს, რაც წალკაში იგეგმება და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ რამდენიმე თვეში ასიათას ლარზე მეტი აქვს მიღებული.
ავტორი: ნინო ღვედაშვილი