გოგი წულაიამ პარტიის "გოგი წულაია – ახალი ქრისტიან დემოკრატების" საარჩევნო სია წარადგინა

გამოქვეყნდა:

გოგი წულაიამ პარტიის "გოგი წულაია – ახალი ქრისტიან დემოკრატების" საარჩევნო სია წარადგინა.

გოგი წულაიას თქმით, პარტია მერობის ოპოზიციის კანდიდატს დაუჭერს მხარს, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კი თავისი პარტიიდან თავად იქნება.

როგორც გოგი წულაიამ აღნიშნა, სიის წარდგენა პარლამენტის შენობასთან იმიტომ გამართა, რომ ეჩვენებინა როგორი ფიქციაა "ქართული ოცნების" ლოზუნგი "განვითარება ყველა რეგიონს" და პარლამენტის დაჭაობებული ტერიტორია სრულად ასახავს ხელისუფლების დამოკიდებულებას რეგიონებისადმი.

"ვიბრძოლებ ქვეყნის დეცენტრალიზაციისათვის, დეკონცეტრაციისა და რეალური თვითმმართველობისთვის", – აღნიშნა გოგი წულაიამ.

ცნობისთვის საქართველოში არჩევნები 2 ოქტომბერსაა ჩანიშნული. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი