ალბათ "ოცნების" ბევრმა ლიდერმა გადარაზა სახლის კარები დამატებითი გასაღებით - ბოტკოველი მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე 

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 2 ოქტომბრის არჩევნების წინ, საქართველოში ჩამოსვლას და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას აანონსებს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ეს იქნება დამატებითი მუხტი და გაიზრდება შანსი, რომ "ოლიგარქის" რეჟიმი დაამარცხონ.

"მმართველ გუნდს მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის უფრო ეშინია, ვიდრე მისი დაჭერის. გუშინ ალბათ ძალიან ბევრმა "ქართული ოცნების" ლიდერმა გადარაზა სახლის კარები დამატებითი გასაღებით. მათი განცხადებების ნიშნავს შიშს მათი მხრიდან. რაც შეეხება მის ჩამოსვლას, ის არის ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი და როლი შეიტანა ამ ქვეყნის განვითარებაში",- ამბობს გიორგი ბოტკოველი, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი. 

ოპოზიციონერთა ნაწილი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა პოლარიზებას გამოიწვევს, გარდა ამისა ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლების ოპონენტები ახლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უნდა კონცენტრირდნენ

მათი თქმით, ახლა მთავარი ამოცანაა ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანი გზით დამარცხება, რათა თავისუფალი ქვეყნის მშენებლობა შესაძლებელი გახდეს. ​

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი