ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი და დაშინება -"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ნინოწმინდასა და ახალქალაქში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მათ კანდიდატებს არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმას აიძულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეთნიკურ უმცირესობაში მყოფ კანდიდატებს საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევით ემუქრებიან.
"ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატს ნინოწმინდაში ამბობს, რომ ემუქრებიან და საკუთარი კანდიდატურის მოხსნას სთხოვენ.
"მიდის უზარმაზარი ზეწოლა, სუს-ის მხრიდან, ადგილობრივი ხელისუფლების, კრიმინალური სამყაროს მხრიდან, რომ ჩვენი კანდიდატები, რომელებიც არიან პარტიული სიის კანდიდატები და სიით უნდა აირჩიოს ხალხმა, მოხსნან კანდიდატურები. ცდილობენ, სია ჩამოიყვანონ იმ მინიმუმზე დაბლა, რომლოის იქით სია ავტომატურად მოიხსნება და "ნაციონალურ მოძრაობას" აღარ ექნება საშუალება, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს",- ამბობს გიორგი ბარამიძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი.
გარდა ამისა, ადგილობრივებს აფრთხილებენ, არ ითანამშრომლონ და მხარი არ დაუჭირონ ოპოზიციურ პარტიებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.
ადგილობრივები ნინოწმინდასა და ახალქალაქში ამბობენ, რომ ისინი რეჟიმის ზეწოლასთან დამორჩილებას არ აპირებენ.