საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სპორტულ ღონისძიებებში ყველა მონაწილე ან აცრილი უნდა იყოს ან PCR/ანტიგენის ტესტის პასუხი უნდა ჰქონდეს. ამ თემაზე საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გიორგი ღიბრაძემ ისაუბრა.
"მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების ჩატარების შესახებ, ოღონდ შეჯიბრებები ჩატარდება მაყურებლის გარეშე. ყველა მონაწილე უნდა იყოს ან აცრილი, ან უნდა ჰქონდეს 72 საათიანი PCR ტესტი, ან 24 საათიანი ანტიგენის ტესტი", - თქვა გიორგი ღიბრაძემ.
ამავე თემაზე: