ოქტომბრის დასაწყისიდან სწავლა 300-ზე მეტ სკოლაში აღდგება - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამრიან გამყრელიძის თქმით, ოქტომბრის დასაწყისიდან სწავლა საკლასო ოთახებში 300-ზე მეტ სკოლასი აღდგება. ამ თემაზე მან საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ ისაუბრა და თქვა, რომ სკოლებთან დაკავშირებით ინფორმაციას სწავლობენ.

"ოქტომბრის დასაწყისიდან დასწრებული სწავლა აღდეგბა დაახლოებით 330 თუ 332 მაღალმთიან და სოფლის სკოლებში. ამ სკოლებში ჩვენ უკვე ვსწავლობთ ეპიდსიტუაციას, წინასწარ მონაცემებს გეტყვით, ვსწავლობთ თუ რამდენ მოწაფეს, მასწავლებელს ჰქონდა გადატანილი ინფექცია, რამდენი მასწავლებელია აცრილი, ეს ინფორმაციები უკვე გვაქვს და ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან, რომ ამ სკოლებში სწავლა აღდეგს, იმიტომ, რომ იქ საკმაოდ დაბალია ინფიცირების მაჩვენებელი", - თქვა ამრიან გამყრელიძემ. 

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში ჩამოყალიბდება კრიტერიუმები თუ სხვა ქალაქებსა და სოფლებში როგორ უნდა აღდგეს სწავლა. გამყრელიძემ თქვა, რომ სამინისტროსთან ჯერდებიან და შემდეგ ამას საკოორდინაციო საბჭო დაამტკიცებს. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი