რუსეთის გავლენის ზრდა, ევროკავშირის დახმარებაზე უარი, ძალადობა - ოპოზიცია კონგრესმენებს შეხვდა

გამოქვეყნდა:

19 აპრილის შეთანხმების ანულირება, "ოცნების" უერი ევროკავშირის დახმარებაზე, რუსეთი გავლენის ზრდა - ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ ოპოზიის წევრები საქართველოში მყოფ ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ყველა საინტერესო თემაზე კონგრესმენებს ინფორმაცია მიაწოდეს, მათ შორის იყო მედიაზე ზეწოლა, 5 ივლისის მოვლენები და 2 ოქტომბრის არჩევნები. 

"ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ პრობლემაზე რაც არის არჩევნებთან დაკავშირებული, სახელმწიფოს მიტაცებასთან დაკავშირებული, დემოკრატიასთან დაკავშირებული და საგარეო პოლიტიკურ საფრთხეებზე, თუ როგორ ძლიერდება აქ რუსეთის გავლენა. მათ დიდი ინტერესი აქვთ თუ საით მიდის საქართველო ამ საკითხის მიმართ", - თქვა შეხვედრის შემდეგ "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, "ლელოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ თქვა, რომ დარწმუნებულია კონკრეტული პირების მიმართ პერსონალური საქნციები იქნება ამოქმედებული.

შეხვედრის დაწყებამდე კონგრესმენა ალექს მუნიმ მედიასთან აღნიშნა, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები მნიშვნელოვანია და ისინი საქართველოში ჩამოვიდნენ, რათა ყველა პოლიტიკურ მხარეს შეხვდნენ.

ცნობისთვის, დიპლომატების ვიზიტი 6-9 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი