მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა - უკრაინიდან გამოწვეული საქართველოს ელჩი ხელისუფლების კითხვებს დღეს უპასუხებს

გამოქვეყნდა:

უკრაინიდან საგანგებოდ გამოწვეული ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში რამდენიმე საათში უნდა მივიდეს. თეიმურაზ შარაშენიძისგან ოფიციალური თბილისი განმარტებებს ელოდება. 

რატომ დანიშნეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე და რატომ არ გაითვალისწინა სტრატეგიულმა პარტნიორმა საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნა - მიხეილ სააკაშვილი არ დაეწინაურებინა. 

დიპლომატიური დემარში უკრაინასთან 7 მაისს დაიწყო,  როდესაც პრეზიდენტმა ვოლიდიმერ ზელენსიკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა. ქვეყნის დიპლომატიურმა უწყებამ ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია. თეიმურაზ შარაშენიძე თბილისში 11 მაისს დაბრუნდა. ის ამ დრომდე სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გადიოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი