პარლამენტმა 20 ივნისის ამნისტიის პროექტი მესამე მოსმენით მიიღო

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

დოკუმენტს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, 15 კი წინააღმდეგი იყო.

ამნისტიის აქტით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, სასჯელისაგან და პირობითი მსჯავრისგან თავისუფლდება ყველა ის პირი, რომელთაც დანაშაული 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა და ამნისტიის გავრცელებაზე უარი არ განუცხადებიათ. პირი, ვის მიმართაც ამნისტია გავრცელდება, ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება.

ცნობისთვის, 20 ივნისის ამნისტიის კანონი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ნაწილია, რომელიც "ოცნებამ" ანულირებულად ცნო.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი