დემარში დარჩება დემარშად და სამარცხვინო ლაქად - ოპოზიცია უკრაინიდან ელჩის გამოწვევაზე

გამოქვეყნდა:

ელჩის კონსულტაციებისთვის გამოწვევა მავნებლობაა -  ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობები მეტად აღარ დაძაბოს და დიპლომატიურ დემარშზე უარი თქვას. ხელისუფლების ოპონენტები მთავრობის გადაწყვეტილებას სამარცხვინო ლაქას უწოდებენ.

რთულია პროგნოზირება რას აპირებს "ქართული ოცნება", მაგრამ არაფერი საუბარი არ იქნება,უბრალოდ აკეთებენ სცენის დადგმის მცდელობას თითქოს აღშფოთდა საქართველოს ხელისუფლება და გამოიწვია ელჩი, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა კი ამბობს, რომ ელჩის გამოწვევა, ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს ვერ დააზარალებს, რადგან ზელენსკი ამ კავშირს უფრთხილდება. უგულავას თქმით, ელჩის გამოწვევა მხოლოდ "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ისტორიაში იქნება დიპლომატიური ლაქა. 

"სამარცხვინოა, "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში, რომ ასე ექცევა პარტნიორებს. დემარში დარჩება დემარშად, უბრალოდ ქართულ დიპლომატიაში დარჩება სამარცხვინო ლაქად, - ამბობს უგულავა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი