პარლამენტმა, პირველი მოსმენით, საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო. კანონპროექტს მხარი 126-მა დეპუტატმა დაუჭირა.
კანონპროექტის თანახმად, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის დაწესებული ბარიერი 2%-მდე მცირდება და მანდატების განაწილების პროპორციული წესი დგინდება.
ამასთან, საპარლამენტო ფრაქციების შექმნისთვის დაწესებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა შვიდიდან ოთხამდე მცირდება.