საქართველოს 8-9 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ისინი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
სომხეთის პრემიერი შეხვედრას გამართავს ასევე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან.
გარდა ამისა, ფაშინიანი დელეგაციის წევრებთან ერთად, გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს.