დამარხული ხეები დიღმის ჭალებში. ადგილი, სადაც დედაქალაქის მერი საქალაქო პარკის მოწყობას აპირებდა ნადგურდება. სარეკრეაციო ზონა მთლიანად ქვების გროვაშია მოქცეული.
ვანდალური ფაქტის შეჩერების მოთხოვნით, ოპოზიცია დღეს ადგილობრივებთან ერთად ტერიტორიაზე შეიკრიბება და ხელისუფლებისგან კონკრეტული ზომების გატარებას მოითხოვს. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის ინფორმაციით, კომპანია, რომელიც ადგილზე კარიერს ამუშავებს ბიძინა ივანიშვილის დისშვილის კახა კობიაშვილის საკუთრებაშია.
კვალი ისევ დოკუმენტალურად მიდის ბიძინა ივანიშვილის დისშვილთან ბატონ კობიაშვილთან. მერი დაჰპირდა დედაქალაქს, რომ დიღმის ჭალები იქნებოდა ფილტვი, გენგეგმის მიხედვით იქ არის სატყეო ზონა, ამაზე დაცული და მწვანე ტერიტორია დედაქალაქში არ უნდა არსებობდეს და ამაზე ნაომარ ადგილს დედაქალაქში ვერ ნახავთ, უკანონოა აქ კარიერების მოპოვება, - ამბობს საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი.