მმართველმა გუნდმა პირველი მოსმენით დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებიც დაამტკიცა, რომლის ვალდებულება პარლამენტს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით ეკისრება, თუმცა ამავე შეთანხმებით გათვალისწინებულ ერთ-ერთ მთავარ პუნქტს, პროკურორის დანიშვნის წესის ცვლილებას "ოცნებამ" გვერდი აუარა.
პარლამენტის სხდომათა დარბაზი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე დაპირისპირების ეპიცენტრი იყო. სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარემ საპარლამენტო ტრიბუნა ისევ ოპონენტებზე თავდასხმისთვის გამოიყენა და ამჯერად არც სტრატეგიულ პარტნიორებს მორიდებია, რომლებსაც ღიად დაესხა თავს.
ირაკლი კობახიძის განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნებისთვის" მიშელის დოკუმენტი სამართლებრივი სიმახინჯეა და შესაბამისად, შეთანხმებიდან მხოლოდ იმ ნაწილის შესრულებას გეგმავს, რაც ოლიგარქიული რეჟიმისთვისაა ხელსაყრელი.
იხილეთ ასევე: