"ქართული ოცნება" ისტორიას ცვლის | ვის შეეხება 20 ივნისის ამნისტია

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" ისტორიას ცვლის. მმართველმა პარტიამ ხმათა უმრავლესობით 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტია მიიღო. ოლიგარქის პოლიტიკური კლანი ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლების მიერ ანტისაოკუპაციო მიტინგის სისხლში ჩახშობას ფაქტობრივად ჩვეულებრივ კრიმინალურ მოვლენად აფასებს. დღეიდან აღარავის, ვისაც თვალები დათხარეს და დათვის ტყვიები ესროლეს, დამნაშავეების დასჯის იმედი აღარ უნდა ჰქონდეს. 

ამნისტიის კანონით უდანაშაულოდ ცხადდება ყველა, ვინც რაიმე ფორმით უკავშირდება უკანონო მოქმედებებს - განსაკუთრებით კი 20 ივნისის ღამეს. "ოცნება" ამტკიცებს, რომ ამით თვისუფლებას ჩუქნის სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი გავრილოვის ჩასმას აპროტესტებდნენ.

ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით დამნაშავე, მაგრამ რეჟიმის ერთგული პოლიციელები და დარბევის ბრძნების გამცემები შეიწყალა. 

ცნობისთვის, 20 ივნისის ამნისტიის კანონი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ნაწილია, რომელიც "ოცნებამ" ანულირებულად ცნო.

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი