როგორც ჩანს არასწორი კონსულტაციები გაუწიეს - კობახიძე აშშ-სა და EU-ს საელჩოების კრიტიკაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროკავშირისა და ამერიკის საელჩოს კრიტიკულ განცხადებებს "არასწორი კონსულტაციებით" ხსნის. მისი აზრით, გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებით იყო განსაზღვრული, სამართლებრივი ნონსენსი იყო.

"როდესაც აშკარა სამართლებრივ ნონსენსთან გვაქვს საქმე, ამას სჭირდება შესაბამისი შეფასება ყველა მხრიდან, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ეს, რასაც მე ვსაუბრობ, სამართლებრივი კუთხით, 2-ჯერ ორი ოთხია, რომ ეს ნორმა აფუჭებდა რეგულაციას, რაც გვაქვს დღეს განსაზღვრული, იმას აუარესებდა. სამწუხაროა, რომ როგორც ჩანს არასწორი კონსულტაციები გაუწიეს ორივე საელჩოს.

რა თქმა უნდა, ჩვენ შევხვდებით ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებს, ყოველთვის ღია ვართ ამისთვის, ეს არის არასწორი სამართლებრივი ანალიზის შედეგი, ბუნებრივია, ელჩები თვითონ ვერ გააანალიზებენ სამართლებრივ ნორმებს, მათ სჭირდებათ სწორი კონსულტანტები, თუმცა, როგორც ჩანს, მათ ეს სწორი კონსულტაცია არ გაეწიათ", - თქვა ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

ცნობისთვის, 7 სექტემბერს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო, თუმცა პროექტს კენჭი გენერალური პროკურორის არჩევის წესის გარეშე უყარეს. "ოცნება" ამბობს, რომ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ ამ პუნქტს არ შეასრულებენ. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი