"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა ევროკავშირისა და ემერიკის შეერთებული შტატების საელჩოების კრიტიკას ეხმაურება და ამბობს, რომ მათი განცხადებები "რეალობას აცდენილია".
"აცდენილნი არიან პირდაპირ გეტყით, შეიძლება ვიღაცას ეწყინოს, ვიღაცას არა. თუ აქვთ მოლოდინი საელჩოებს, რომ 2026-ში ჩვენ ასევე დიდი უმრავლესობით ვიქნებით, კი ბატონო, დიდი პატივია, ჩვენც გვჯერა და გვწამს, რომ ასე იქნება, მაგრამ მაინც მგონია, რომ უსაფუძვლო იყო. მაშინ, როდესაც ყველა პარტიის მხრიდან იყო კონსენსუსი და გუშინ იყო ერთადერთი დღე სადაც ყველა პარტიამ მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, ამ დროს ასეთ განცხადებებს აკეთებენ. ეს ჩემი აზრით ცოტა რეალობას არის აცდენილი“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, 7 სექტემბერს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო, თუმცა პროექტს კენჭი გენერალური პროკურორის არჩევის წესის გარეშე უყარეს. "ოცნება" ამბობს, რომ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ ამ პუნქტს არ შეასრულებენ.
ამავე თემაზე: