5 მილიონი უკვე გადახდილია მშენებლობაში, რომელიც 4 თვეზე მეტია მიტოვებულია - ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

თანხების ფლანგვა თბილისის მერიაში - 11-მილიონიანი მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, ახლა ნაგავსაყრელად არის ქცეული.

თბილისის მერმა სამშენებლო კომპანია "ალიანსს" კომპლექსის ასაშენებლად 5 მილიონი გადაუხადა, თუმცა სამუშაო ხელშეკრულების შეწყვეტის გამო მოსახლეობამ შეპირებული ობიექტი ვერ მიიღო.

"5 მილიონი ლარი უკვე გადახდილია მშენებლობაში, რომელიც 4 თვეზე მეტია, მიტოვებულია. კომპლექსის ნაცვლად, მხოლოდ ბეტონის კონსტრუქციები გვაქვს. 2 წლის განმავლობაში როგორ მოხდა, რომ ეს ერთი კომპლექსი ვერ დაასრულეს. ვინ აგებს პასუხს, გამქრალ მილიონობით ლარზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას მოპარა ოფიციალურად კახი კალაძემ?",- ამბობს ლევან ხაბეიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი. 

ფაქტს ჯერ მერიაში გამოხმაურება არ მოჰყოლია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი