სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი საქართველოშია

გამოქვეყნდა:

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი საქართველოშია. დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის ადინისტრაციაში გაიმართა. 

ის ამ წუთებში პრემიერ, ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება.

დაგეგმილია ორი ქვეყნის პრემიერმინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ხვალ, 9 სექტემბერს დატოვებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი