შანე ბრუკის მკვლელობა | შსს-ში ბრიფინგი ჩაინიშნა

გამოქვეყნდა:

ავსტრალიის მოქალაქის, შანე ბრუკის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი ჩაინიშნა. განცხადებას უწყებაში 16:00 საათზე გააკეთებენ.

31 წლის ავსტრალიელი ქალის მკვლელობიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა საქმეზე პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია. შანაი ბრუკი მთაწმინდის ფერდობზე ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადეს და სასტიკად მოკლეს. 

მისი ცხედარი თბილისში 31 ივლისს იპოვეს. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა,  კადრები კი, სადაც ქალის ცხედარზე ფიზიკური ძალადობის კვალი ჩანს, "მთავარი არხის" დრონებმა გადაიღო.  როგორც ამ კადრებში ჩანდა, ქალს თავი ჰქონდა გაჩეხილი და გაძარცვული იყო. მისი მეგობრების თქმითაც, ბოლო საუბრის დროს ბრუკი ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა.

ცნობილია, რომ შანე ბრუკი საქართველოში დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ქართველ ბავშვებს ინგლისურს ასწავლიდა. როგორც მისი სოციალური ქსელებიდან ირკვევა, ის საქართველოზე იყო შეყვარებული, მოგზაურობდა ყველგან და ამის ამსახველ ფოტოებსაც აქტიურად აქვეყნებდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი