1 თვე შანე ბრუკის მკვლელობიდან | შსს მკვლელს ამ დრომდე ეძებს

გამოქვეყნდა:

ზუსტად 1 თვის წინ, თბილისში საზარელი შემთხვევა მოხდა - 31 წლის ავსტრალიელი ქალი მთაწმინდის ფერდობზე ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადეს და სასტიკად მოკლეს. 

შანე ბრუკის ცხედარი თბილისში 31 ივლისს იპოვეს. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა,  კადრები კი, სადაც ქალის ცხედარზე ფიზიკური ძალადობის კვალი ჩანს, "მთავარი არხის" დრონებმა გადაიღო.  როგორც ამ კადრებში ჩანდა, ქალს თავი ჰქონდა გაჩეხილი და გაძარცვული იყო. მისი მეგობრების თქმითაც, ბოლო საუბრის დროს ბრუკი ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა.

ცნობილია, რომ შანე ბრუკი საქართველოში დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ქართველ ბავშვებს ინგლისურს ასწავლიდა. როგორც მისი სოციალური ქსელებიდან ირკვევა, ის საქართველოზე იყო შეყვარებული, მოგზაურობდა ყველგან და ამის ამსახველ ფოტოებსაც აქტიურად აქვეყნებდა. 

შანე ბრუკის თბილისში მკვლელობაზე აქტიურად წერდა დასავლური მედია. ისინი პირდაპირ ამბობდნენ, რომ 
შანე ბრუკი გააუპატიურეს და მოკლეს.

მაშინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს ახლაც - უწყებაში დღესაც გვითხრეს, რომ ახალი არაფერია და მკვლელი ისევ დაუსჯელია... მეტიც, შსს-მ, სავარაუდოდ, მკვლელობიდან 1 თვის თავზეც არ იცის, ვინ მოკლა 31 წლის შანე ბრუკი. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი