
ექსპრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის ხაშურის მერობის კანდიდატი მასზე განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს. ზვიად ტეფნაძემ განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა. ის ამბობს, რომ ხელისუფლება მას შუამავლებს უგზავნის, რომლებიც კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიცოცხლის ხელყოფით და ოჯახის წევრებით ემუქრებიან. გარდა ამისა, მუქარა ეხება მის
ბიზნესს.
"4 შვილის მამა ხართ, შვილებს რა მომავალი უნდათ... კანდიდატურა გადააყენეთ. ქართული ოცნება ხვდება, რომ ჩვენთან ამ არჩევნებს აგებს და მაგის პრევენციის გატარება უნდათ, რომ კანდიდატურა მოვხსნა",- თქვა მან.
მერობის კანდიდატი ამბობს, რომ მსგავსი სახის ზეწოლები პარტიის სხვა წევრებზეც ხდება. ზვიად ტეფნაძე მზადაა, რომ დაინტერესების შემთხვევაში, პროკურატურას კონკრეტული მტკიცებულებები წარუდგინოს.