ბრძოლა წესების გარეშე დაიწყო - შესაძლოა, მალე შავი დღისთვის შემონახული, "ოცნების" ყოფილი პრემიერის მაკომპრომატირებელი მასალები გასაჯაროვდეს.
პარტიის თავმჯდომარემ ფაქტობრივად დაანონსა, რომ გიორგი გახარია სახელისუფლებო გუნდს უკვე მიზანში ჰყავს და მის აქტივობაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მძიმე დარტყმას მიიღებს მერობის კანდიდატი ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან.
ამ ეტაპზე "ოცნება" ნარკოლოგიური შემოწმების გავლას სთავაზობს, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. რამდენად დაუნდობელი შეიძლება იყოს "ოცნება" ოპონენტებთან ბრძოლაში, ეს უკვე ნანახი გვაქვს.