
არჩევნებამდე 23 დღით ადრე, ხელისუფლება ოპოზიციურ კანდიდატებზე ზეწოლას აგრძელებს. საკუთარი კანდიდატურა სწორედ ზეწოლის შედეგად მოხსნეს 2 ოპოზიციური პარტიის, ''ნაციონალური მოძრაობისა'' და პარტია ''საქართველოსთვის" წარმოამდგენლებმა წალენჯიხაში. ორივე მათგანი პედაგოგია.
ჭალე-მუჟავას მაჟორიტარობის კანდიდატებმა საოლქო საარჩევნო კომისიას კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით უკვე მიმართეს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება ყველა ბერკეტს იყენებს კანდიდატების დასაშინებლად, მათ შორის სამსახურიდან გაშვებით ემუქრება კანდიდატების ნათესავებსა და ოჯახის წევრებს.
ავტორი: ემა გოგოხია