
საქართველოს პრეზიდენტი ეპიდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, მოსახლეობას წინასაარჩევნოდ რუსული აგრესიით აშინებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა Financial Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.
სტატიაში ნათქვამია, რომ პანდემიის კრიზისმა, ნავთობის კრიზისმა და პოლიტიკურმა ვითარებამ, შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთს იყოს უფრო აგრესიული.
"ისტორიამ გვიჩვენა, რომ რუსეთში არსებული შიდა პრობლემები უფრო მეტად იწვევს საგარეო აგრესიულ განწყობას ვიდრე მეზობლებთნ თანამშრომლობასა და ურთიერთობების გადახედვას.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, შემიძლია იმედი გამოვთქვა, რომ ამჯერად ეს ასე არ მოხდება, და შეიძლება კრიზისმა რუსეთის ხელმძღვანელობას აჩვენოს, რომ შეუძლია, მათი პრობლემების გადაჭრისათვის განსხვავებულ გზებს მიმართოს - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.