თვითმმართველობის არჩევნებს ბელარუსის ცესკო-ც დააკვირდება

გამოქვეყნდა:

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც 2021 წლის 2 ოქტომბერსაა ჩანიშული, 
სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციებთან ერთად, ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიაც დააკვირდება.

ამის შესახებ ცესკო-ს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა. ცნობილი ხდება, რომ ბელარუსის საარჩევნო და სარეფერენდუმო კომისიას საქართველოს ცესკოში აკრედიტირებული 2 წარმომადგენელი ჰყავს.

არჩევნებზე დასაკვირვებლად ასევე დარეგისტრირებულია:

  • აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისია;
  • თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო საბჭო;
  • მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისია;
  • უნგრეთის ეროვნული საარჩევნო ოფისი;
  • ლატვიის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია;
  • ხორვატიის რესპუბლიკის სახელმწიფო საარჩევნო კომისია;
  • უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია;
  • ლიეტუვის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია;
  • ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური საარჩევნო კომისია;
  • რუმინეთის მუდმივი საარჩევნო ადმინისტრაცია;
  • მალდივის საარჩევნო კომისია;
  • უგანდის რესპუბლიკის საარჩევნო კომისია;
  • ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში;
  • იტალიის საელჩო საქართველოში;
  • ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში;
  • იაპონიის საელჩო საქართველოში...

ცნობისთვის, 2020 წლის აგვისტოში, ბელარუსში მასშტაბური აქციები გაიმართა. მოსახლეობა ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შედეგების მასობრივ გაყალბებაში სდებდა ბრალს და ლუკაშენკოს 26-წლიანი რეჟიმის დასრულებას ითხოვდა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი