"პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლეს გორის თეატრის დირექტორის თანამდებობიდან" - გია წვერავა

გამოქვეყნდა:

გორის სახელწიფო დრამატული თეატრის დირექტორი გია წვერავა კულტურის სამინისტრომ თანამდებობიდან გაათავისუფლა. 

წვერავა ამბობს, რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. კერძოდ, როგორც ის Facebook-ზე წერს, სამინისტრომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ის პარტია "საქართველოსთვის" პროპორციული სიის ათეულში მოხვდა.

"მეგობრებო, პოლიტიკური ნიშნით, ანუ მას შემდეგ, რაც ღიად დავაფიქსირე ჩემი შეხედულებები და მოვხვდი პარტია "საქართველოსთვის" პროპორციული სიის პირველ ათეულში -კულტურის სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით გამანთავისუფლეს გორის სახელწიფო დრამატული თეატრის დირექტორის თანამდებობიდან, იმ მოტივით, რომ თითქოს:

(ციტატა) "გია წვერავას აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, სსიპ გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში არ შეინიშნება ხელშესახები განვითარება ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული და ფინანსური კუთხით. მოცემულ პერიოდში არ არის განხორციელებული პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა თეატრის მიერ საკუთარი შემოსავლების ზრდის ტენდენციას." და ასე შემდეგ", - წერს გია წვერავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი