უკრაინიდან გამოწვეული საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფება.
ოფიციალური თბილისის ელჩისგან ელის განმარტებას, თუ რატომ დანიშნეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე. საგარეო უწყებაში კონსულტაციები უკვე დაწყებულია.
უკრაინაში საქართველოს ელჩმა განაცხადა, რომ უკრაინიდან წამოსვლამდე იგი საგარეო უწყებაში იმყოფებოდა და იქ საპროტესტო ნოტა დატოვა, რის შემდეგაც წამოვიდა საქართველოში.
მიზეზი თქვენთვის კარგად არის ცნობილი, ახლადშექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ორ პარტნიორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ყველა საკითხს განვიხილავთ. დღეს დიწყება კონსულტაციები, როდის დამთავრდება, ვერ გეტყვით, მაგრამ ყველაფერს სკურპულოზურად განვიხილავთ, - ამბობს თეიმურაზ შარაშენიძე.
ელჩის თქმით, საპროტესტო ფორმად არჩეულ იქნა ელჩის გამოწვევა კონსულტაციაზე. შარაშენიძე აცხადებს, რომ მათი პროტესტი უკრაინამ მიიღო და "არ გაკვირვებია". ელჩმა ამ მომენტისთვის არ იცის, მოგყვება თუ არა ზემოთათღნიშნულ მოვლენებს მისი თანამდებობიდან გათავისუფლება.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური დემარში 7 მაისს დაიწყო, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლიდიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილი რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.